Pages

Tuesday, June 5, 2012

ქორწინების ფინანსური მხარე საქართველოში

   საქორწილო წეს-ჩვეულებებში  მნიშვნელოვანია  ნივთიერი, საარსებო, მატერიალური მხარე, გამოსასყიდის, ურვადის(საცოლის გამოსასყიდი), მზითვი და საჩუქრი.  თითქმის მთელი კავკასიელი ხალხისთვის მოლაპარაკების დროს წყდებოდა ყველანაირი ეკონომიკური საკითხი. დგინდებოდა ვაჟის ოჯახის სავალდებულო გადასახადი. რომელიც კავკასიაში ყალიმის სახელით იყო ცნობილი. ასევე წყდებოდა მზითვის რაოდენობის საკითხი. მოლაპარაკებისა და პირველი მცირე ნიშნის მიტანის შემდეგ ქალს არ ეეძლო სხვაზე გათხოვება, ხოლო კაცს სხვა ქალის მოყვანა. ხშირად სასიძოს ოჯახს გადასახადი ეკონომიკურად აწვებოდა, ამიტომ ქორწილი რამდენიმე წლით იგვიანებდა. მზითვის დამზადებაში საპატარძლოს ოჯახს ახლო ნათესაობა ეხმარებოდა, რომლებსაც საჩუქრების სახით მოჰქონდათ ყველა ის ნივთი, რომელიც მზითვისთვის იყო განკუთვნილი. დგებოდა საგანგებო „მზითვის წიგნი“, - ქორწილის დღეს ლხინის დასასრულს აუცილებელი იყო „მზითვის წიგნის“ ხმამაღლა წაკითხვა. ხალხის წინაშე გამოიტანდნენ მზითვს, რომელსაც მოსწრებული სიტყვა-პასუხის მქონე საგანგებოდ არჩეული მამაკაცი ფეხზე მდგარი წაიკითხავდა. მზითვის საჯაროდ გამოცხადება საქართველოში ძველად საერთო წესს წარმოადგენდა.
  თანამედროვეობაში ბევრი რამ შეიცვალა ამ მხრივაც. აღარ აქვს ისეთი დიდი მნიშვნელობა „მზითვის“ რაოდენობას და შეიძლება არც მის არსებობას. უფრო სწორად, გააჩნია ასაკს. ახალგაზრდებისთვის ეს სულაც არ წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს.მაგრამ ამ საკითხით შესაძლოა დაინტერესდეს საშუალო ასაკის ან უფრო ასაკოვანი ადამიანი. საჩუქრებს ახლაც ჩუქნის ნათესაობა წყვილს, მაგრამ არა იმიტომ რომ დაეხმაროს რომელიმეს მზითვის შეგროვებაში ან დაქორწინებაში.

ქორწინებასთან დაკავშირებული ძველი ქართული ტრადიციები და დღევანდელობა


 ქართული ქორწინებისთვის დამახასიათებელია რთული და ხანგრძლივი პროცესი. თანამედროვე სახე ქართულმა ქორწინებამ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მიიღო. საქართველოში ქორწინების რეგისტრაცია ხდება მოქალაქეოებრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში, დასაქორწინებელ პირთა მიერ არჩეული ადგილის მიხედვით.
    ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სახელმწიფო ორგანოში.
 ძველი ტრადიციებიდან თითქმის აღარაფერი შემორჩა. ადრე არსებობდა ნეფე-დედოფლის შიშველი ხმლის ქვეშ გატარება, დედოფლის მუხლზე ვაშლის დადება, თეფშის დამსხვრევა, კერიის ირგვლივ შემოვლა, ტკბილეულის მირთმევა და სხვა უამრავი ტრადიცია. მაგრამ დღეს აქედან მხოლოდ თეფშის დამსხვრევა და ტკბილეულის მირთმევა არის შემორჩენილი იმერეთში.

ქორწინება სახეები სხვადასხვა ქვეყნებში


  ზოგიერთ ქვეყანაში ოფიციალურ ქორწინებად მხოლოდ რელიგიური ქორწინება ითვლება (ეგვიპტე, ირანი, ლიბანი,...) მაგალითად,  ინდოეთში ზოგიერთი კასტის წარმომადგენლები ქორწინებას ოფიციალურად საერთოდ არ არეგისტრირებენ, საკმარისია მხოლოდ რელიგიური ცერემონია.
   სხვა ქვეყნებში (დიდი ბრიტანეთი, დანია, ფინეთი, ...) კანონიერად ითვლებოდა როგორც სამოქალაქო,ისე რელიგიური ქორწინება. ახალგაზრდები ქორწინების ფორმას საკუტარი შეხედულებებისამებრ ირჩევენ. მაგრამ სახელმწიფოთა უმრავლესობა კანონიერი ქორწინებისათვის აუცილებლად მიიჩნევს სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაციას.
 საქართველოში ქორწინების რეგისტრაცია ხდება მოქალაქეოებრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში, დასაქორწინებელ პირთა მიერ არჩეული ადგილის მიხედვით.

სიტყვა ქორწინების წარმოშობამდე


  როგორც უკვე ვიცით, ქორწინება საზოგადოების განვითარების ძირითადი საფეხურია. შუა და ზედა პალეოლითის ხანაში, გვაროვნული წყობილების ჩამოყალიბების საფეხურზე, წარმოიქმნა ინდოგამია და ჯგუფური ქორწინება. ამავე პერიოდის ბოლო ეტაპზე შეიქმნა წყვილტა ქორწინება. მეცნიერთა ვარაუდიტ, საქორწინო ურთიერთობების ამ ეტაპზე საცხოვრებლად რჩებოდნენ თავიანთ გავრში და ამას ეწოდებოდა დისლოკალური ქორწინება. უფრო მოგვიანებით კი ქმარი სახლდება ცოლის გვარში (პატრილოკალური ქორწინება).წყვილადი ქორწინების დროსაც რამდენადმე შენარჩუნებული იყო ჯგუფური ქორწინების გადმონაშთები. მაგალითად როცა მამაკაცი ერთდროულად ან თანმიმდევრულად ქორწინებამ რამდენიმე დაზე, დეიდაშვილზე, ბიძაშვილზე ან მამიდაშვილზე. მამკაცის მიერ გარდაცვილი მეუღლის დაზე დაქორწინების ჩვეულება დღემდე არსებობს ინდოეთში, აფრიკაში და ზოგიერთ სხვა ქვეყნებში. ჩრდ. ინდოეთში კი გავრცელებულია ჯგუფური ქორწინების იშვიათი ფორმა პოლიანდრია. ამ ტიპის ქორწინებისას ქალს რამდენიმე ქმარი ჰყავს, რომლებიც ხშირად და ჩვეულებისამებრ ძმები არიან.

 გვაროვნული წყობილების დაშლის ხანაში საფუძველი ჩაეყარა ტერიტორიულ თემს, სამხედრო დემოკრატიას და მომზადდა ნიადაგი კლასობრივი საზოგადოებისთვის. გვარის დაშლის საფუძველზე შეიქმნა დიდი პატრიარქალური ოჯახი, ანუ საოჯახო თემი და მონოგამიური ქორწინება.

 ქორწინების ყველაზე მყარი ფორმაა ცოლ-ქმრული წყვილისა და მათი შთამომავლობის მტკიცე კავშირი მამაკაცის ხაზით. მონოგამიურმა ქორწინებამ დასრულებული სახე მიიღო ინდივიდუალური, ანუ პატარა ოჯახის ჩამოყალიბების დროიდან რაც პირვეყოფილური თემური წყობილების დაშლისა და კერძო მესაკუთრეობის განვითარების დროს მოხდა. 

საქორწილო დალოცვა ძველად საქართველოში


იდიდოს შენი სახელი, გამჩენო ხმელეთისაო,
მცხეთაში, სვეტიცხოველო, ხატებო თელეთისაო,
სალოცავებო ქართლისა, ანგელოზებო ცისაო,
ხატებო ხევსურეთისა, ხატებო ფშავლებისაო!
გვიხარეთ ახალ ყოილი, სხივებო ცხელი მზისაო,
ბევრი შვილები მიეცით, შამშინებელი მტრისაო,
მკლავი მიეცი მაგარი, მუხლი მიეცი მგლისაო,
ქონებ-ცხოვრება ულევი, გულში იმედი ძმისაო,
კარგი ცხენებიმც გექნებათ, გამხანებელი გზისაო,
კარგი ხარებიც გექნებათ, ურმით გამტანი ბზისაო,
ღმერთმა კარგად დაგაბეროთ, პირში ხვევნით და კოცნითა,
ნეფეს ქუდი დაეკარგოს ტყეში დედოფლის დევნითა,
დასდევდეს, ვერ ეწეოდეს, შუბლსა ღარაის ცხენითა,
გემეეღვიძოს მძინარეს, ლოგინ აიკლოს ხვნეშითა.
თქვენ მტერს პირი ამოევსოს ქვიშა, ლამით და ხრეშითა,
თავისი ცოლი და დედა ამეეწყვიტოს ნებითა,
შენ მტერ ზედწამოჯდომოდნენ, ამეეხედოს ქვეშითა,
ცეცხლის დანთება უნდოდეს, აჩხაკუნებდეს კვესითა,
თქვენი მტრის სახლი აივსოს ვაი-ვიშით და კვვნესითა. 

საქორწილო რიტუალის ეტაპები საქართველოში


 საქორწილო რიტუალი იყოფა რამოდენიმე ეტაპად. ქორწილის რიტუალს წინ ორი ეტაპი უსწრებდა: ნიშნობა და მოლაპარაკება. ნიშნობის სახეები მრავალფეროვანი იყო: აკვანში დანიშვნა, გარიგებით და სხვა. საინტერესოა, რომ ძველად საქართველოში ცნობილი იყო ხელის დაკვრით დანიშვნა, როდესაც ახალგაზრდა კაცი თავის რჩეულს მხარზე ხელს დაადებდა ან ხელს ჩამოართმევდა. არსებობდა  ასევე ჯვრის ჩუქებით დანიშვნა, მოტაცებით ქალის შერთვა და სხვა.

  ქრისტიანულ შვიდ საიდუმლოთაგან ქორწილი მეექვსეა. ქორწინების საიდუმლოს  ასრულებს ეკლესიაში მღვდელი ან ეპისკოპოსი. რიტუალი შედგება ორი ნაწილისაგან: დანიშვნისაგან, რომელიც გულისხმობს შესაუღლებელ პირთა შორის ბეჭდების გაცვლას. ბეჭედი, როგორც წრე მარადიულობას გამოხატავს, მეუღლეთა თითებიზე კი მათ მარადიულ ურთიერთზრუნვას. მეორე არის გვირგვინის კურთხევა, თავზე გვირგვინის დადგმა გამოხატავს ვნების დათრგუნვას, ჯილდოს იმისთვის, რომ მათ ქორწინებამდე კეთილსინდისიერად იცხოვრეს. ქორწინების საიდუმლოს დროს კითხულობენ ლიტურგიულ ტექსტებს ფსალმუნთა წიგნიდან, სახარებიდან, სამოციქულოდან და სხვა. ქრისტიანული რელიგია ქორწინებით შეკრულ ცოლ-ქმრულ კავშირს განიხილავს ქრისტეს სულიერ კავშირს ეკლესიასთან (ქრისტე-სიძე; ეკლესია-რძალი).

  ქორწილის პროცესში დიდი ადგილი ეჭირა ლხინს ანუ სიმღერას, ცეკვას და მჭერმეტყველებას. ყველაფერი თავის დროზე უნდა შესრულებულიყო, ისე რომ ნადიმს ხელი არ შეშლოდა და არც არავის მოსწყენოდა. სუფრაზე მოსაწონი იყო მჭერმეტყველება და წყობილსიტყვაობა, სუფრის წევრები წარმოთქვამდნენ საკუთარ ლექსებსა და ცნობილ ადამიანთა ნაწარმოებებს. ხშირად ითქმებოდა გალობა და სიმღერა, უკრავდნენ მუსიკალურ საკრავებს, უსმენდნენ მესტვირეს, მეფანდურეს და მეჩონგურეს. სამწუხაროდ,ეს უკვე ასე აღარაა. ბევრი რამ შეიცვალა.


       მაგრამ მთავარია რომ საქორწილო რიტუალის ეტაპები ასე თუ ისე ჯერ კიდევ არსებობს საქართველოში.