Pages

Tuesday, June 5, 2012

საქორწილო რიტუალის ეტაპები საქართველოში


 საქორწილო რიტუალი იყოფა რამოდენიმე ეტაპად. ქორწილის რიტუალს წინ ორი ეტაპი უსწრებდა: ნიშნობა და მოლაპარაკება. ნიშნობის სახეები მრავალფეროვანი იყო: აკვანში დანიშვნა, გარიგებით და სხვა. საინტერესოა, რომ ძველად საქართველოში ცნობილი იყო ხელის დაკვრით დანიშვნა, როდესაც ახალგაზრდა კაცი თავის რჩეულს მხარზე ხელს დაადებდა ან ხელს ჩამოართმევდა. არსებობდა  ასევე ჯვრის ჩუქებით დანიშვნა, მოტაცებით ქალის შერთვა და სხვა.

  ქრისტიანულ შვიდ საიდუმლოთაგან ქორწილი მეექვსეა. ქორწინების საიდუმლოს  ასრულებს ეკლესიაში მღვდელი ან ეპისკოპოსი. რიტუალი შედგება ორი ნაწილისაგან: დანიშვნისაგან, რომელიც გულისხმობს შესაუღლებელ პირთა შორის ბეჭდების გაცვლას. ბეჭედი, როგორც წრე მარადიულობას გამოხატავს, მეუღლეთა თითებიზე კი მათ მარადიულ ურთიერთზრუნვას. მეორე არის გვირგვინის კურთხევა, თავზე გვირგვინის დადგმა გამოხატავს ვნების დათრგუნვას, ჯილდოს იმისთვის, რომ მათ ქორწინებამდე კეთილსინდისიერად იცხოვრეს. ქორწინების საიდუმლოს დროს კითხულობენ ლიტურგიულ ტექსტებს ფსალმუნთა წიგნიდან, სახარებიდან, სამოციქულოდან და სხვა. ქრისტიანული რელიგია ქორწინებით შეკრულ ცოლ-ქმრულ კავშირს განიხილავს ქრისტეს სულიერ კავშირს ეკლესიასთან (ქრისტე-სიძე; ეკლესია-რძალი).

  ქორწილის პროცესში დიდი ადგილი ეჭირა ლხინს ანუ სიმღერას, ცეკვას და მჭერმეტყველებას. ყველაფერი თავის დროზე უნდა შესრულებულიყო, ისე რომ ნადიმს ხელი არ შეშლოდა და არც არავის მოსწყენოდა. სუფრაზე მოსაწონი იყო მჭერმეტყველება და წყობილსიტყვაობა, სუფრის წევრები წარმოთქვამდნენ საკუთარ ლექსებსა და ცნობილ ადამიანთა ნაწარმოებებს. ხშირად ითქმებოდა გალობა და სიმღერა, უკრავდნენ მუსიკალურ საკრავებს, უსმენდნენ მესტვირეს, მეფანდურეს და მეჩონგურეს. სამწუხაროდ,ეს უკვე ასე აღარაა. ბევრი რამ შეიცვალა.


       მაგრამ მთავარია რომ საქორწილო რიტუალის ეტაპები ასე თუ ისე ჯერ კიდევ არსებობს საქართველოში.
     

No comments:

Post a Comment