Pages

Thursday, May 31, 2012

კავკასიური ქორწილი


 კავკასიის როგორც წარმართული, ისე ქრისტიანული რელიგიის მიმდევარი მოსახლეობისთვის,  წყვილთა შეუღლებამდე, ქორწინების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა იყო ეგზოგამიის საკითხის გარკვევა (ეგზოგამა- ჩვეულება, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ქორწინება ერთი და იგივე გვარის ნათესავებს შორის.) ეგზოგამია დაცული იყო არა მარტო სისხლით ნათესავებში, არამედ უბანში, სოფელში და ზოგჯერ პატარა ხეობებშიც. ითვლებოდა, რომ ჩამოთვლილი ადგილების მცხოვრებნი დაკავშირებული იყვნენ ხელოვნური და მოყვრობითი ნათესაობით. (ხელოვნური ნათესაობა- თავის თავში შეიცავს რიტუალურ და სულიერ ნათესაობას. მას მიეკუთვნება მეჯვარეობის, დაძმობილების, დადობილების,შვილად აყვანის და სხვა მსგავსი დანათესავების წესი.) მუსლიმებში ძველად ენდოგამია ბატონობდა. (ენდოგამია- ჩვეულება, როცა ქორწინებამხოლოდ ერთი და იგივე გვარის ნათესავებს შორის ხდება.) ე.ი. პირველყოვლისა ბიძაშვილ-დეიდაშვილები ქორწინდებოდნენ და შემდეგ უფრო შორი ნათესავები. ენდოგამია დაცული იყო ებანშიც და სოფელშიც.


No comments:

Post a Comment